რკინის ჯვარი — პოსტერი

რკინის ჯვარი

Cross of Iron

1977 7.1133 წთგერმანიადიდი ბრიტანეთი

ფილმის შესახებ

1943 წელს, აღმოსავლეთის ფრონტზე გერმანული არმიის ქაოსური უკანდახევისას, ერთმანეთს უპირისპირდებიან მედალზე დახარბებული ლაჩარი კაპიტანი შტრანსკი და ბრძოლებში გამობრძმედილი, ცინიკოსი კაპრალი შტაინერი. სანამ არისტოკრატი ოფიცერი „რკინის ჯვრის“ ორდენის მოსაპოვებლად ყველაფერზე მიდის, შტაინერის მთავარი მიზანი მხოლოდ საკუთარი თანამებრძოლების გადარჩენაა.

საინტერესო ფაქტი

ეს არის სემ პეკინპას ერთადერთი ომის თემატიკის ფილმი, რომლითაც აღფრთოვანებულმა ორსონ უელსმა რეჟისორს დეპეშა გაუგზავნა და მას „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“-ს შემდეგ საუკეთესო ანტისაომარი სურათი უწოდა.

რეჟისორი: სემ პეკინპა

მთავარ როლებში: ჯეიმზ კობერნი, მაქსიმილიან შელი, ჯეიმზ მეისონი, დევიდ უორნერი, კლაუს ლევიჩი