
ჩაცმული მოსაკლავად
Dressed to Kill
1980 6.9105 წთაშშ
ფილმის შესახებ
მას შემდეგ, რაც ელიტური მეძავი ლიზ ბლეიკი იდუმალი ქალის მიერ ჩადენილი სასტიკი მკვლელობის ერთადერთი მოწმე ხდება, მისი ცხოვრება ნამდვილ კოშმარად იქცევა. სანამ პოლიცია დანაშაულში თავად ლიზს ეჭვმიტანს, მანიაკი ყველაფერს აკეთებს არასასურველი მოწმის სამუდამოდ გასაჩუმებლად.
საინტერესო ფაქტი
ფილმის გამოსვლის შემდეგ რეჟისორ ბრაიან დე პალმას ალფრედ ჰიჩკოკის კლასიკური თრილერის, „ფსიქოს“ ზედმეტად აშკარა პაროდირებასა და კოპირებაში სდებდნენ ბრალს, თუმცა დროთა განმავლობაში სურათმა საკულტო სტატუსი მოიპოვა.
რეჟისორი: ბრაიან დე პალმა
მთავარ როლებში: ნენსი ალენი, მაიკლ კეინი, ენჯი დიკინსონი, კით გორდონი, დენის ფრანცი