ტელევიქტორინა — პოსტერი

ტელევიქტორინა

Quiz Show

1994 7.2133 წთაშშ

ფილმის შესახებ

1950-იანი წლების ამერიკაში პოპულარული ინტელექტუალური შოუს პროდიუსერები რეიტინგის გაზრდის მიზნით უბრალო მონაწილეს განზრახ აგებინებენ ქარიზმატულ ინტელექტუალთან, ჩარლზ ვან დორენთან. მოტყუებული კონკურსანტი თაღლითობის მხილებას გადაწყვეტს, რასაც კონგრესის მიერ დაწყებული მასშტაბური გამოძიება და სატელევიზიო სივრცის უდიდესი სკანდალი მოჰყვება.

საინტერესო ფაქტი

ფილმში ეპიზოდურ როლებს ცნობილი რეჟისორები, მარტინ სკორსეზე და ბარი ლევინსონი ასრულებენ. თავად რეალურმა ჩარლზ ვან დორენმა კი კატეგორიული უარი განაცხადა გადამღებ ჯგუფთან თანამშრომლობაზე და ფილმი არასდროს უნახავს.

რეჟისორი: რობერტ რედფორდი

მთავარ როლებში: ჯონ ტურტურო, რობ მოროუ, რეიფ ფაინსი, პოლ სკოფილდი, დეივიდ პეიმერი