
რაღაც განსაკუთრებული
Un p'tit truc en plus
2024 7.189 წთსაფრანგეთი
ფილმის შესახებ
პოლიციისგან თავის დასაღწევად მამა-შვილი იძულებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების საზაფხულო ბანაკს შეაფაროს თავი, სადაც ისინი აღმზრდელისა და ბანაკის წევრის როლებს მოირგებენ. ეს მოულოდნელი თავგადასავალი არა მხოლოდ კომიკურ გაუგებრობებს, არამედ ემოციურ გამოცდილებას მოუტანს მათ, რაც ორივეს ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის.
საინტერესო ფაქტი
ფრანგი კომიკოსის, არტუსის ეს სარეჟისორო დებიუტი 2024 წლის ნამდვილ ფენომენად იქცა საფრანგეთში და ადგილობრივ კინოგაქირავებაში ჰოლივუდურ ბლოკბასტერებსაც კი გაუსწრო.
რეჟისორი: არტუსი
მთავარ როლებში: არტუსი, კლოვის კორნიაკი, ალის ბელაიდი, მარკ რიზო, სელინ გრუსარი