
გასროლა
Blow Out
1981 7.3108 წთაშშ
ფილმის შესახებ
ფილმის ხმის რეჟისორი ღამით გარემოს ხმების ჩაწერისას უნებურად ხდება ავტოკატასტროფის მოწმე, რომელშიც პრეზიდენტობის კანდიდატი პოლიტიკოსი იღუპება. აუდიოჩანაწერის დეტალური შესწავლის შემდეგ ის ხვდება, რომ მომხდარი უბედური შემთხვევა კი არა, კარგად დაგეგმილი მკვლელობაა, რის გამოც თავად ხდება საშიში შეთქმულების სამიზნე.
საინტერესო ფაქტი
კვენტინ ტარანტინომ ეს ნამუშევარი თავის ერთ-ერთ უსაყვარლეს ფილმად დაასახელა და სწორედ ჯონ ტრავოლტას აქ შესრულებული როლის გამო გადაწყვიტა მისი მიწვევა „მაკულატურაში“.
რეჟისორი: ბრაიან დე პალმა
მთავარ როლებში: ჯონ ტრავოლტა, ნენსი ალენი, ჯონ ლითგოუ, დენის ფრანცი, პიტერ ბოიდენი