
ტყუპი დები
De Tweeling
2002 6.8137 წთLuxembourgNetherlands
ფილმის შესახებ
1920-იანი წლების გერმანიაში ობლად დარჩენილ ექვსი წლის ტყუპ დებს ერთმანეთს აშორებენ, რის გამოც ერთი მათგანი ნიდერლანდებში შეძლებულ ოჯახში იზრდება, მეორე კი გერმანულ სოფელში მძიმე შრომას ეჩვევა. მეორე მსოფლიო ომის სასტიკი ქარცეცხლი მათ ბედისწერას რადიკალურად განსხვავებულ კალაპოტში აქცევს, დები კი ერთმანეთის პოვნას მხოლოდ ხანდაზმულ ასაკში ახერხებენ.
საინტერესო ფაქტი
ფილმი ტესა დე ლოოს ამავე სახელწოდების ბესტსელერზეა დაფუძნებული და 2004 წელს ნიდერლანდების სახელით წარდგენილი იყო ოსკარზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში.
რეჟისორი: ბენ სომბოგაარტი
მთავარ როლებში: სინა რიხარდტი, იულია კოოპმანსი, ტეკლა როიტენი, ნადია ული, ელენ ფოგელი