
წითელ ოქტომბერზე ნადირობა
The Hunt for Red October
1990 7.4135 წთაშშ
ფილმის შესახებ
საბჭოთა ატომური წყალქვეშა ნავის კაპიტანი მარკო რამიუსი უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ხომალდით აშშ-ის სანაპიროსკენ მიემართება, რასაც ამერიკული სარდლობა თავდასხმის მცდელობად აღიქვამს. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ანალიტიკოსი ჯეკ რაიანი კი მიიჩნევს, რომ კაპიტანს გაქცევა აქვს განზრახული, თუმცა ამის დასამტკიცებლად სულ რამდენიმე საათი რჩება, სანამ საბჭოთა ფლოტი ურჩ მეთაურს გაანადგურებს.
საინტერესო ფაქტი
შონ კონერის პერსონაჟის, კაპიტან რამიუსის პარიკი სპეციალურად ამ ფილმისთვის დამზადდა და ის იმდროინდელი კინოინდუსტრიისთვის კოლოსალური თანხა, 20 ათასი დოლარი დაჯდა.
რეჟისორი: ჯონ მაკტირნანი
მთავარ როლებში: ალეკ ბოლდუინი, შონ კონერი, სკოტ გლენი, სემ ნილი, ჯეიმზ ერლ ჯოუნსი