
პრიცების ღირსება
Prizzi's Honor
1985 6.4124 წთაშშ
ფილმის შესახებ
ჩარლი პარტანა გავლენიანი კრიმინალური კლანის დაქირავებული მკვლელია, რომელიც ერთი ნახვით შეუყვარდება იდუმალ ქალს, მოგვიანებით კი აღმოაჩენს, რომ მისი რჩეულიც კოლეგა-მკვლელია. შეყვარებულ წყვილს მალევე უწევს იმ მწარე რეალობის გაცნობიერება, რომ პრიცების ოჯახისთვის სიყვარულზე მაღლა ყოველთვის ფული და პირადი კეთილდღეობა დგას.
საინტერესო ფაქტი
ფილმში შესრულებული როლისთვის ანჯელიკა ჰიუსტონმა ოსკარი მიიღო, რითაც ის გახდა პირველი მესამე თაობის წარმომადგენელი, რომელმაც ეს ჯილდო ოჯახური ტრადიციის გაგრძელებით მოიპოვა.
რეჟისორი: ჯონ ჰიუსტონი
მთავარ როლებში: ჯეკ ნიკოლსონი, კეთლინ ტერნერი, რობერტ ლოჯია, ჯონ რენდოლფი, უილიამ ჰიკი