დარიშხანი და ძველი მაქმანები — პოსტერი

დარიშხანი და ძველი მაქმანები

Arsenic and Old Lace

1944 7.6118 წთაშშ

ფილმის შესახებ

ქორწინების თავგამოდებული მოწინააღმდეგე თეატრალური კრიტიკოსი მორტიმერ ბრიუსტერი მოულოდნელად დაოჯახდება და სასიხარულო ამბის სათქმელად საყვარელ დეიდებთან მიდის. ადგილზე მისულს თავზარდამცემი სიურპრიზი ელის, როდესაც აღმოაჩენს, რომ სათნო მოხუცი ქალბატონების ფარული გატაცება მარტოხელა მამაკაცების მოწამვლა და მათი სარდაფში დამარხვაა.

საინტერესო ფაქტი

ფილმი ჯერ კიდევ 1941 წელს გადაიღეს, თუმცა მისი პრემიერა სამი წლით გადაიდო, რადგან კონტრაქტის მიხედვით ეკრანებზე გამოსვლა მხოლოდ ბროდვეის ორიგინალური თეატრალური დადგმის დასრულების შემდეგ იყო ნებადართული.

რეჟისორი: ფრენკ კაპრა

მთავარ როლებში: კერი გრანტი, პრისცილა ლეინი, ჯოზეფინ ჰალი, ჯინ ადაირი, რეიმონდ მესი