
ოთხი დღე სექტემბერში
O Que é Isso, Companheiro?
1997 7.5110 წთბრაზილია
ფილმის შესახებ
1960-იანი წლების მიწურულს, ბრაზილიის სამხედრო დიქტატურის წინააღმდეგ მებრძოლი ჟურნალისტი ფერნანდო მეგობართან ერთად რადიკალურ იატაკქვეშა დაჯგუფებას უერთდება. მას შემდეგ, რაც მისი თანამებრძოლი ბანკის ძარცვისას მძიმედ დაიჭრება და დაატყვევებენ, ფერნანდო პოლიტპატიმრების გამოსახსნელად ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის გატაცებას გეგმავს.
საინტერესო ფაქტი
ფილმი ეფუძნება ყოფილი პარტიზანისა და შემდგომში ცნობილი პოლიტიკოსის, ფერნანდუ გაბეირას მემუარებს, რომელმაც 1969 წელს ელჩ ჩარლზ ელბრიკის გატაცებაში უშუალო მონაწილეობა მიიღო. სურათი 1998 წელს ნომინირებული იყო „ოსკარზე“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.
რეჟისორი: ბრუნუ ბარეტუ
მთავარ როლებში: ალან არკინი, პედრუ კარდოზუ, ფერნანდა ტორესი, ლუის ფერნანდუ გიმარაინსი, კლაუდია აბრეუ