
წყურვილი
박쥐
2009 7.1134 წთსამხრეთ კორეა
ფილმის შესახებ
სასიკვდილო ვირუსის ვაქცინის საძიებლად ჩატარებული ექსპერიმენტის შემდეგ კათოლიკე მღვდელი ვამპირად გარდაიქმნება და უცნობი სისხლის წყალობით ცოცხლდება. ღვთისმოსავი მოძღვარი მალევე აღმოჩნდება რწმენას, სისხლის დაუოკებელ წყურვილსა და ბავშვობის მეგობრის ცოლისადმი აკრძალულ ვნებას შორის გახლეჩილი.
საინტერესო ფაქტი
პაკ ჩან-ვუკს ფილმის იდეა თითქმის ათი წელი უმწიფდებოდა, ხოლო სიუჟეტის მთავარ შთაგონების წყაროდ ემილ ზოლას კლასიკური ნაწარმოები „ტერეზ რაკენი“ იქცა.
რეჟისორი: პაკ ჩან-ვუკი
მთავარ როლებში: სონ კანგ-ჰო, კიმ ოკ-ბინი, კიმ ჰე-სუკი, შინ ჰა-კიუნი, პაკ ინ-ჰვანი