
მწვანე ზონა
Green Zone
2010 6.5115 წთაშშსაფრანგეთი
ფილმის შესახებ
2003 წელს, ბაღდადის ოკუპაციის დროს, ოფიცერ როი მილერის რაზმს ერაყის უდაბნოში მასობრივი განადგურების იარაღის აღმოჩენა ევალება. საშიშ ობიექტებზე უშედეგო რეიდების შემდეგ, სამხედროები სასიკვდილო ქიმიური იარაღის ნაცვლად საგულდაგულოდ შენიღბულ პოლიტიკურ შეთქმულებას აწყდებიან.
საინტერესო ფაქტი
მაქსიმალური ავთენტურობის მისაღწევად, რეჟისორმა პოლ გრინგრასმა როი მილერის რაზმის წევრების როლებში პროფესიონალი მსახიობების ნაცვლად ერაყისა და ავღანეთის ომის ნამდვილი ამერიკელი ვეტერანები გადაიღო.
რეჟისორი: პოლ გრინგრასი
მთავარ როლებში: მეტ დეიმონი, გრეგ კინერი, ბრენდან გლისონი, ემი რაიანი, ხალიდ აბდალა