
სეირნობა ტყეში
A Walk in the Woods
2015 6.1104 წთაშშ
ფილმის შესახებ
ინგლისში ოცწლიანი ცხოვრების შემდეგ, ბილ ბრაისონი სამშობლოში ბრუნდება და გადაწყვეტს, რომ სამშობლოსთან კავშირის აღსადგენად საუკეთესო გზა აპალაჩის მთების ბილიკზე ლაშქრობაა. ამ სახიფათო მარშრუტს ის თავის ძველ მეგობართან ერთად გადის, რაც არაერთ კურიოზულ თუ დრამატულ სიტუაციას ბადებს.
საინტერესო ფაქტი
ფილმი დაფუძნებულია ბილ ბრაისონის ამავე სახელწოდების სამოგზაურო მემუარებზე, რომლის ეკრანიზაციასაც რობერტ რედფორდი წლების განმავლობაში ცდილობდა და თავდაპირველად პოლ ნიუმენთან ერთად გეგმავდა მთავარი როლების შესრულებას.
რეჟისორი: კენ კუაპისი
მთავარ როლებში: რობერტ რედფორდი, ნიკ ნოლტი, ემა ტომპსონი, ნიკ ოფერმანი, კრისტენ შაალი