
გოგონა ღამით მარტო ბრუნდება სახლში
A Girl Walks Home Alone at Night
2014 6.8101 წთაშშ
ფილმის შესახებ
ირანის მიტოვებულ და პირქუშ ქალაქში, სადაც სიკვდილისა და მარტოობის სუნი ტრიალებს, მცხოვრებლები ვერც კი ამჩნევენ, რომ მათ უჩვეულო და ეულად მოხეტიალე ვამპირი უთვალთვალებს. სკეიტბორდზე მოსრიალე ჩადრიანი გოგონასა და ადგილობრივი ახალგაზრდის მოულოდნელი შეხვედრა ქალაქის დამთრგუნველ რეალობას სრულიად თავდაყირა აყენებს.
საინტერესო ფაქტი
ფილმი, რომელსაც პირველ ირანულ ვამპირულ ვესტერნს უწოდებენ, სრულად კალიფორნიის შტატშია გადაღებული, სადაც ინდუსტრიული ქალაქი ტაფტი ირანულ მოჩვენება-ქალაქად გადააკეთეს.
რეჟისორი: ანა ლილი ამირპური
მთავარ როლებში: შეილა ვანდი, არაშ მარანდი, მარშალ მანეში, მოჟან ნავაბი, დომინიკ რეინსი