გამყინვარება: შეჯახება გარდაუვალია — პოსტერი

გამყინვარება: შეჯახება გარდაუვალია

Ice Age: Collision Course

2016 6.195 წთაშშ

ფილმის შესახებ

სკრეტის დაუოკებელი სწრაფვა მიუწვდომელი რკოსკენ ამჯერად ღია კოსმოსში ინაცვლებს, სადაც ის შემთხვევით გლობალური კატასტროფის მომტან კოსმოსურ ჯაჭვურ რეაქციას გაააქტიურებს. პლანეტის გადასარჩენად მენი, სიდი, დიეგო და მათი მეგობრები იძულებულნი ხდებიან მშობლიური მიწა დატოვონ და უჩვეულო, სახიფათო და თავგადასავლებით სავსე მოგზაურობას შეუდგნენ.

საინტერესო ფაქტი

ნილ დეგრას ტაისონმა, ცნობილმა ამერიკელმა ასტროფიზიკოსმა, ფილმში გაახმოვანა პერსონაჟი ნილ დებრაყი, რომელიც თავად მეცნიერის სახალისო პაროდიას წარმოადგენს.

რეჟისორი: მაიკლ თურმეიერი

მთავარ როლებში: რეი რომანო, ჯონ ლეგუიზამო, დენის ლირი, ადამ დივაინი, ჯესი ტაილერ ფერგიუსონი