
პრეზიდენტი
The President
2014 6.7115 წთსაფრანგეთისაქართველო
ფილმის შესახებ
კავკასიის გამოგონილ ქვეყანაში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ, დამხობილი დიქტატორი იძულებულია თავის ხუთი წლის შვილიშვილთან ერთად გაიქცეს. ქუჩის მუსიკოსად გადაცმული ყოფილი მმართველი სამშობლოს სიღრმეებში მოგზაურობს და საკუთარ ხალხს სრულიად განსხვავებული რაკურსით ეცნობა.
საინტერესო ფაქტი
ცნობილმა ირანელმა რეჟისორმა მოჰსენ მახმალბაფმა ფილმი მთლიანად საქართველოში, ქართველი მსახიობების მონაწილეობითა და ქართული გადამღები ჯგუფის დახმარებით გადაიღო.
რეჟისორი: მოჰსენ მახმალბაფი
მთავარ როლებში: მიხეილ გომიაშვილი, დაჩი ორველაშვილი, ია სუხიტაშვილი, ზურა ბეგალიშვილი, ლაშა რამიშვილი