
მეორე დედა
Que Horas Ela Volta?
2015 8112 წთბრაზილია
ფილმის შესახებ
სან-პაულუში მდიდარი ოჯახის შინამოსამსახურედ მომუშავე ვალი წლების განმავლობაში საკუთარი ქალიშვილისგან შორს ცხოვრობს და სხვის შვილს ზრდის. წლების შემდეგ ქალაქში ჩამოსული ამბიციური გოგონა დედის დამამცირებელ ყოფას არ ეგუება, რითაც სახლის მყარად დამკვიდრებულ კლასობრივ იერარქიას თავდაყირა აყენებს.
საინტერესო ფაქტი
სანდენსის კინოფესტივალზე ფილმის მთავარმა გმირებმა, რეჟინა კაზემ და კამილა მარდილამ, საუკეთესო მსახიობი ქალის საერთო ჯილდო მოიპოვეს, რაც ფესტივალის ისტორიაში იშვიათი შემთხვევაა.
რეჟისორი: ანა მიულაერტი
მთავარ როლებში: რეჟინა კაზე, კამილა მარდილა, კარინე ტელესი, ლოურენსუ მუტარელი, მიშელ ჟოელსასი