
საუკეთესო მსროლელი: მევერიკი
Top Gun: Maverick
2022 8.2131 წთაშშ
ფილმის შესახებ
სამ ათწლეულზე მეტი ხნის ერთგული სამსახურის შემდეგ, პიტ მევერიკ მიტჩელი უარს ამბობს კარიერულ წინსვლაზე და კვლავ საყვარელ საქმეს, ცაში ფრენას უბრუნდება. ის საუკეთესო კურსდამთავრებულთა რაზმს ამზადებს ისეთი სახიფათო და სპეციალური მისიისთვის, რომლის მსგავსიც ავიაციის ისტორიას ჯერ არ ახსოვს.
საინტერესო ფაქტი
ტომ კრუზმა მსახიობებს რეალური წვრთნა გაატარა, რათა მათ თავად შეძლებოდათ გამანადგურებელ თვითმფრინავებში არსებული ექსტრემალური გრავიტაციული ძალების ატანა და გადაღებებისას სპეციალური კამერების მართვა.
რეჟისორი: ჯოზეფ კოსინსკი
მთავარ როლებში: ტომ კრუზი, მაილს ტელერი, ჯენიფერ კონელი, ბაშირ სალაჰუდინი, ჯონ ჰემი