
ჩემი ბედნიერი ოჯახი
2017 7.3119 წთსაფრანგეთისაქართველო
ფილმის შესახებ
ქართულ პატრიარქალურ ოჯახში, სადაც სამი თაობა ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს, მოულოდნელი ამბავი ხდება: 52 წლის ლიტერატურის მასწავლებელი მანანა ყველასთვის გაუგებარ გადაწყვეტილებას იღებს და სახლიდან მარტო საცხოვრებლად მიდის. ოჯახისა და ქმრის გარეშე დარჩენილი ქალი საკუთარი თავის შეცნობისა და ნანატრი თავისუფლებისკენ მიმავალ გზას იწყებს.
საინტერესო ფაქტი
ფილმის პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე შედგა, მოგვიანებით კი იგი გახდა პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი, რომლის გლობალური დისტრიბუციის უფლებებიც სტრიმინგის გიგანტმა Netflix-მა შეიძინა.
რეჟისორი: ნანა ექვთიმიშვილი
მთავარ როლებში: ია შუღლიაშვილი, მერაბ ნინიძე, ბერტა ხაფავა, ცისია ყუმსიშვილი, გიორგი ხურცილავა