შეშლილი მდიდარი აზიელები — პოსტერი

შეშლილი მდიდარი აზიელები

Crazy Rich Asians

2018 7121 წთაშშHong Kong

ფილმის შესახებ

ნიუ-იორკელი ეკონომიკის პროფესორი რეიჩელი თავის შეყვარებულს სინგაპურში, საუკეთესო მეგობრის ქორწილში მიჰყვება. მოულოდნელად ის აღმოაჩენს, რომ მისი რჩეული ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ზღაპრულად მდიდარი ოჯახის მემკვიდრეა, რის გამოც ადგილობრივი ელიტის ინტრიგების ქარცეცხლში ეხვევა.

საინტერესო ფაქტი

ეს იყო პირველი ჰოლივუდური მეინსტრიმული ფილმი 25 წლის განმავლობაში (1993 წლის სურათის „იღბლიანი ქალების კლუბი“ შემდეგ), რომელშიც სამსახიობო ანსამბლი სრულად აზიური წარმოშობის არტისტებით დაკომპლექტდა.

რეჟისორი: ჯონ მ. ჩუ

მთავარ როლებში: კონსტანს ვუ, ჰენრი გოლდინგი, მიშელ იეო, ჯემა ჩანი, ლიზა ლუ