
ბნელი რაინდის აღზევება
The Dark Knight Rises
2012 7.8165 წთდიდი ბრიტანეთიაშშ
ფილმის შესახებ
ჰარვი დენტის სიკვდილიდან რვა წლის შემდეგ, გოთემს დაუნდობელი ტერორისტი ბეინი ემუქრება, რომლის შეჩერებაც ადგილობრივ სამართალდამცავებს აღარ შეუძლიათ. ქალაქის გადასარჩენად ბრიუს უეინი იძულებულია, საკუთარი ნებით არჩეული იზოლაცია დაარღვიოს და კანონგარეშედ გამოცხადებული ბეტმენის ნიღაბი კვლავ მოირგოს.
საინტერესო ფაქტი
ბეინის როლისთვის ტომ ჰარდიმ სპეციალური ვარჯიშებით თოთხმეტი კილოგრამი კუნთოვანი მასა მოიმატა და საბრძოლო ხელოვნება შეისწავლა. ამასთანავე, ეკრანზე კრისტიან ბეილზე მაღალი რომ გამოჩენილიყო, მსახიობს სპეციალურ, ქუსლიან ფეხსაცმელს აცმევდნენ.
რეჟისორი: კრისტოფერ ნოლანი
მთავარ როლებში: კრისტიან ბეილი, გარი ოლდმენი, ტომ ჰარდი, ჯოზეფ გორდონ-ლევიტი, ენ ჰეთეუეი