ალი — პოსტერი

ალი

버닝

2018 7.4148 წთსამხრეთ კორეაიაპონია

ფილმის შესახებ

ახალგაზრდა კურიერი ჯონგ-სუ ბავშვობის ნაცნობ გოგონას, ჰე-მის ხვდება, რომელიც აფრიკაში გამგზავრებამდე საკუთარი კატის მოვლას სთხოვს. მოგზაურობიდან დაბრუნებული ჰე-მი მას იდუმალ და შეძლებულ ბენს გააცნობს, რომლის უცნაური და სახიფათო გატაცება მალე ყველაფერს თავდაყირა დააყენებს.

საინტერესო ფაქტი

ფილმი ჰარუკი მურაკამის მოთხრობის, „ფარდულის გადაწვის“ თავისუფალი ეკრანიზაციაა. კანის კინოფესტივალზე მან კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის (FIPRESCI) ისტორიაში ყველაზე მაღალი სარეიტინგო ქულა დაიმსახურა.

რეჟისორი: ლი ჩან-დონგი

მთავარ როლებში: იუ ა-ინი, სტივენ იანი, ჯონ ჯონგ-სო, კიმ სუ-კიონგი, ჩოი სინ-ჰო