
რეალური სიყვარული
Love Actually
2003 7.1135 წთსაფრანგეთიდიდი ბრიტანეთი
ფილმის შესახებ
ლონდონში, შობამდე ერთი თვით ადრე, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული რვა წყვილის სასიყვარულო ისტორია იკვეთება. ფილმი გვიჩვენებს, თუ როგორ ებრძვიან გმირები საკუთარ გრძნობებსა და ცხოვრებისეულ სირთულეებს ყველაზე ჯადოსნურ დღესასწაულამდე.
საინტერესო ფაქტი
ფილმის სცენარისტი და რეჟისორი რიჩარდ კერტისი თავდაპირველად გეგმავდა ორი დამოუკიდებელი ფილმის გადაღებას, თუმცა საბოლოოდ გადაწყვიტა მათი გაერთიანება და ერთი დიდი საშობაო კალეიდოსკოპის შექმნა.
რეჟისორი: რიჩარდ კერტისი
მთავარ როლებში: ჰიუ გრანტი, ალან რიკმანი, ემა ტომპსონი, ლიამ ნისონი, მარტინ მაკკაჩენი