
უკან დაბრუნების გზა
The Way Back
2020 6.6108 წთაშშკანადა
ფილმის შესახებ
ალკოჰოლიზმთან ბრძოლაში ოჯახდაკარგულ ყოფილ კალათბურთის ვარსკვლავს ცხოვრების თავიდან დაწყების შანსი ეძლევა, როდესაც მშობლიური სკოლის უპერსპექტივო გუნდის მწვრთნელობას შესთავაზებენ. რთული ხასიათის მოზარდების გაწვრთნითა და გამარჯვებისკენ წაყვანით ის საკუთარი სულის გადარჩენასა და დაკარგული ღირსების დაბრუნებას ცდილობს.
საინტერესო ფაქტი
ფილმის გადაღებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ბენ აფლეკმა ალკოჰოლდამოკიდებულების სამკურნალო მორიგი სარეაბილიტაციო კურსი დაასრულა; რეჟისორ გევინ ოკონორის თქმით, მსახიობმა როლში საკუთარი მძიმე პირადი გამოცდილება ჩადო.
რეჟისორი: გევინ ოკონორი
მთავარ როლებში: ბენ აფლეკი, ალ მადრიგალი, მიკაელა უოტკინსი, ჯანინა გავანკარი, გლინ ტურმენი