
DC სუპერ შინაური ცხოველების ლიგა
DC League of Super-Pets
2022 7.1105 წთაშშკანადა
ფილმის შესახებ
როდესაც სუპერმენსა და სამართლიანობის ლიგის სხვა წევრებს ბოროტმოქმედები გაიტაცებენ, სუპერძაღლ კრიპტოს სამყაროს გადასარჩენად მოულოდნელი მოკავშირეების პოვნა უწევს. ის თავშესაფრის უჩვეულო ბინადარ ცხოველებს გააერთიანებს, რომლებმაც მოულოდნელად ზებუნებრივი ძალები შეიძინეს და ახლა საკუთარი შესაძლებლობების მართვა უნდა ისწავლონ.
საინტერესო ფაქტი
ეს ანიმაცია დუეინ ჯონსონისა და კევინ ჰარტის მეხუთე ერთობლივი კინოპროექტია, რომელშიც მათ საუკეთესო ოთხფეხა მეგობრების, კრიპტოსა და ეისის როლები გაახმოვანეს.
რეჟისორი: ჯარედ სტერნი
მთავარ როლებში: დუეინ ჯონსონი, კევინ ჰარტი, ჯონ კრასინსკი, კიანუ რივზი, ქეით მაკკინონი