განგსტერი, პოლიციელი, ეშმაკი — პოსტერი

განგსტერი, პოლიციელი, ეშმაკი

악인전

2019 7.9110 წთსამხრეთ კორეა

ფილმის შესახებ

სასტიკ სერიულ მკვლელთან დაპირისპირებას სასწაულებრივად გადარჩენილი კრიმინალური ავტორიტეტი შელახული რეპუტაციის აღსადგენად დაუნდობელ დეტექტივთან უჩვეულო ალიანსს კრავს. საერთო მტრის წინააღმდეგ გაერთიანებული კანონი და კრიმინალი სახიფათო შეთანხმებას დებენ: მანიაკის ბედს ის გადაწყვეტს, ვინც მას პირველი ჩაიგდებს ხელში.

საინტერესო ფაქტი

ფილმის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, სილვესტერ სტალონეს კომპანიამ მისი ამერიკული რიმეიქის უფლებები შეიძინა, სადაც მთავარ როლს კვლავ მა დონგ-სოკი შეასრულებს.

რეჟისორი: ლი ვონ-ტე

მთავარ როლებში: დონ ლი, კიმ მუ-იოლი, კიმ სუნგ-კიუ, ჰეო დონგ-ვონი, იუ ჯე-მიუნგი