
პალმ-სპრინგსი
Palm Springs
2020 7.390 წთაშშ
ფილმის შესახებ
უდარდელი ნაილზი და ქორწილის მორიდებული მეჯვარე სარა ერთმანეთს პალმ-სპრინგსში გამართულ ზეიმზე შემთხვევით შეხვდებიან, რაც მათთვის დროის მარყუჟში გაჭედილი კოშმარული თავგადასავლის დასაწყისი აღმოჩნდება. გმირები ცდილობენ თავი დააღწიონ როგორც ერთმანეთს, ისე უსასრულოდ განმეორებად დღეს, თუმცა მალევე ხვდებიან, რომ ამ ჩაკეტილი წრიდან გამოსავალი არ არსებობს.
საინტერესო ფაქტი
ფილმის გადაღებები სულ რაღაც 21 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ხოლო გადამღები ჯგუფი ძირითადად კალიფორნიის შტატის ქალაქ სანტა-კლარიტაში მუშაობდა, რადგან პალმ-სპრინგსში გადაღება ბიუჯეტის სიმცირის გამო ვერ მოხერხდა.
რეჟისორი: მაქს ბარბაკოვი
მთავარ როლებში: ენდი სემბერგი, კრისტინ მილიოტი, ჯ. კ. სიმონსი, პიტერ გალაგერი, მერედით ჰაგნერი