
ნოსფერატუ: ღამის აჩრდილი
Nosferatu – Phantom der Nacht
1979 7.3107 წთგერმანიასაფრანგეთი
ფილმის შესახებ
უძრავი ქონების ახალგაზრდა აგენტი მშვენიერ ცოლს ტოვებს და ტრანსილვანიაში მიემგზავრება, რათა იდუმალ გრაფ დრაკულასთან ქალაქ ვისმარში სახლის ყიდვის ხელშეკრულება გააფორმოს. თუმცა გრაფის ციხესიმაგრეში ჩასული სტუმარი მალე ხვდება, რომ სასიკვდილო ხაფანგში აღმოჩნდა და მშობლიურ ქალაქს სისხლისმსმელი ურჩხულის შემოსევა ემუქრება.
საინტერესო ფაქტი
ქალაქში ჭირის ეპიდემიის სცენის გადასაღებად რეჟისორმა ვერნერ ჰერცოგმა უნგრეთიდან ათიათასობით თეთრი ვირთხა ჩამოიყვანა, რომლებიც გადამღებმა ჯგუფმა ნაცრისფრად შეღება.
რეჟისორი: ვერნერ ჰერცოგი
მთავარ როლებში: კლაუს კინსკი, იზაბელ აჯანი, ბრუნო განცი, როლან ტოპორი, ვალტერ ლადენგასტი