დასაწყისი — პოსტერი

დასაწყისი

2020 5.8126 წთსაფრანგეთისაქართველო

ფილმის შესახებ

მიყრუებულ პროვინციულ ქალაქში იეჰოვას მოწმეთა თემს ექსტრემისტები თავს ესხმიან, რის გამოც მრევლის ლიდერის მეუღლის, იანას მშვიდი და ჩვეული სამყარო თანდათან ნადგურდება. ადგილობრივი გამომძიებლის მოულოდნელი და ძალადობრივი შემოჭრა მის პირად სივრცეში ქალის ცხოვრებას გამოუსწორებელ ტრაგედიად აქცევს.

საინტერესო ფაქტი

დეა კულუმბეგაშვილის სადებიუტო სრულმეტრაჟიანმა ფილმმა სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ნამდვილი ფურორი მოახდინა და ერთდროულად ოთხი მთავარი ჯილდო, მათ შორის საუკეთესო ფილმისთვის ოქროს ნიჟარა მოიპოვა.

რეჟისორი: დეა კულუმბეგაშვილი

მთავარ როლებში: ია სუხიტაშვილი, რატი ონელი, კახა კინწურაშვილი, საბა გოგიჩაიშვილი, გიორგი წერეთელი