
მგალობელი ჩიტი
Songbird
2020 6.185 წთაშშ
ფილმის შესახებ
დაუნდობელი პანდემიისა და მკაცრი კარანტინის პირობებში, იშვიათი იმუნიტეტის მქონე ახალგაზრდა კურიერი საყვარელი გოგონას გადასარჩენად სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას იწყებს. თავისუფლებისთვის მებრძოლ ნიკოს გზად სამხედრო რეჟიმის, სასტიკი დამსჯელი რაზმებისა და გავლენიანი ოჯახის წინააღმდეგობის გადალახვა უწევს.
საინტერესო ფაქტი
ეს იყო პირველი მხატვრული ფილმი, რომელიც ლოს-ანჯელესში რეალური COVID-19-ის პანდემიის დროს, უმკაცრესი სანიტარული შეზღუდვების დაცვით გადაიღეს.
რეჟისორი: ადამ მეისონი
მთავარ როლებში: კეი ჯეი აპა, სოფია კარსონი, კრეიგ რობინსონი, ბრედლი უიტფორდი, პეტერ სტორმარე