
მეკობრეები! წარუმატებელთა ბანდა
The Pirates! In an Adventure with Scientists!
2012 6.588 წთდიდი ბრიტანეთიაშშ
ფილმის შესახებ
ენთუზიაზმით აღსავსე მეკობრეთა კაპიტანი თავის უიღბლო ეკიპაჟთან ერთად წლის საუკეთესო მეკობრის ტიტულის მოსაპოვებლად დაუძინებელ მეტოქეებს უპირისპირდება. ეს ქაოტური მოგზაურობა მათ ეგზოტიკური კუნძულებიდან ვიქტორიანულ ლონდონამდე გადაისვრის, სადაც მეცნიერ ჩარლზ დარვინსა და მეკობრეების მოძულე დედოფალ ვიქტორიას გადაეყრებიან.
საინტერესო ფაქტი
ანიმაციის შემქმნელებს მეკობრეთა გემის დასამზადებლად მთელი წელიწადი და 44 500-ზე მეტი დეტალი დასჭირდათ, ხოლო პერსონაჟების მიმიკებისთვის 3D პრინტერზე 6 800-ზე მეტი სხვადასხვა ფორმის პირი დაიბეჭდა.
რეჟისორი: პიტერ ლორდი
მთავარ როლებში: ჰიუ გრანტი, მარტინ ფრიმანი, იმელდა სტონტონი, დევიდ ტენანტი, ჯერემი პივენი