სქოლიო — პოსტერი

სქოლიო

הערת שוליים

2011 6.9102 წთIsrael

ფილმის შესახებ

იერუსალიმში მცხოვრებმა მამა-შვილმა, ელიეზერ და ურიელ შკოლნიკებმა, მთელი ცხოვრება თალმუდის კვლევას მიუძღვნეს, თუმცა აღიარება მხოლოდ ახალგაზრდა და წარმატებულ შვილს ხვდა წილად. მათ ისედაც მყიფე ურთიერთობასა და მეტოქეობას თავდაყირა აყენებს ერთი სატელეფონო ზარი, რომელიც პრესტიჟული ისრაელის პრემიის მინიჭების შესახებ შეცდომით გავრცელებულ ცნობას უკავშირდება.

საინტერესო ფაქტი

ფილმის რეჟისორმა იოზეფ სედარმა კანის კინოფესტივალზე საუკეთესო სცენარის პრიზი მოიპოვა, ხოლო სურათი ოსკარზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში იყო ნომინირებული.

რეჟისორი: იოზეფ სედარი

მთავარ როლებში: შლომო ბარ-აბა, ლიორ აშკენაზი, ალიზა როზენი, ალმა ზაკი, მიკა ლევენსონი