
სად მიდიხარ, აიდა?
Quo Vadis, Aida?
2021 7.6104 წთAustriaBosnia and Herzegovina
ფილმის შესახებ
1995 წლის ივლისში, სრებრენიცაში სერბული ჯარის შეჭრის შემდეგ, გაეროს მთარგმნელი აიდა საკუთარ ოჯახთან და ათასობით მშვიდობიან მოქალაქესთან ერთად სამშვიდობო ბანაკს აფარებს თავს. მოლაპარაკებების პროცესში ჩართული ქალი ხვდება, რომ მის ახლობლებსა და ხალხს სასიკვდილო საფრთხე ემუქრება, რის გამოც დროის წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლას იწყებს მათ გადასარჩენად.
საინტერესო ფაქტი
ფილმი ეფუძნება ჰასან ნუჰანოვიჩის ავტობიოგრაფიულ წიგნს, რომელიც სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტას სწორედ გაეროს ბაზაზე მომუშავე თარჯიმნის სტატუსით გადაურჩა. მთავარი როლის შემსრულებელი იასნა ჯურიჩიჩი და გენერალ მლადიჩის განმასახიერებელი ბორის ისაკოვიჩი რეალურ ცხოვრებაში ცოლ-ქმარი არიან.
რეჟისორი: იასმილა ჟბანიჩი
მთავარ როლებში: იასნა ჯურიჩიჩი, იზუდინ ბაიროვიჩი, ბორის ლერი, დინო ბაიროვიჩი, იოჰან ჰელდენბერგი