
არაჯენტლმენური ომის სამინისტრო
The Ministry of Ungentlemanly Warfare
2024 7120 წთდიდი ბრიტანეთიაშშ
ფილმის შესახებ
მეორე მსოფლიო ომის დროს უინსტონ ჩერჩილი და იან ფლემინგი ქმნიან საიდუმლო, ელიტურ რაზმს, რომელსაც მტრის ზურგში ნაცისტების წინააღმდეგ დივერსიული ოპერაციების ჩატარება ევალება. არაორდინარული მებრძოლები დაუწერელი წესების დარღვევით მოქმედებენ, რათა გერმანული ფლოტი გაანადგურონ და ომის მსვლელობა რადიკალურად შეცვალონ.
საინტერესო ფაქტი
ფილმში ჰენრი კავილის მიერ განსახიერებული პერსონაჟი, გას მარჩ-ფილიპსი, გახლდათ ჯეიმზ ბონდის რეალური პროტოტიპი, თავად 007-ის ავტორი იან ფლემინგი კი ამ საიდუმლო ორგანიზაციის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო.
რეჟისორი: გაი რიჩი
მთავარ როლებში: ჰენრი კავილი, ეისა გონსალესი, ალან რიჩსონი, ჰენრი გოლდინგი, კერი ელვესი