
ხიდი მდინარე კვაიზე
The Bridge on the River Kwai
1957 7.8162 წთდიდი ბრიტანეთი
ფილმის შესახებ
ბირმაში ტყვედ ჩავარდნილი ბრიტანელი ჯარისკაცები იძულებულნი არიან ააშენონ სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდი იაპონელი დამპყრობლებისთვის. სიტუაცია იძაბება, როდესაც სამხედრო ტყვეების მეთაური კოლონელი ნიკოლსონი ნაშრომით გატაცებული, საკუთარი ხიდის დაცვას გადაწყვეტს მოკავშირეთა დივერსიული ჯგუფისგან.
საინტერესო ფაქტი
ფილმისთვის საჭირო ხიდის მშენებლობა რეალურად რვა თვეს გაგრძელდა და დაახლოებით ორასი ათასი დოლარი დაჯდა, თუმცა გადაღებების დასრულების შემდეგ ის აფეთქდა, როგორც ეს სცენარით იყო გათვალისწინებული.
რეჟისორი: დევიდ ლინი
მთავარ როლებში: უილიამ ჰოლდენი, ალეკ გინესი, ჯეკ ჰოკინსი, სესუე ჰაიაკავა, ჯეიმს დონალდი