
უსამართლობა
Injustice
2021 7.378 წთაშშ
ფილმის შესახებ
საყვარელი ქალის ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ გონებაარეული სუპერმენი მსოფლიოზე კონტროლის დამყარებასა და დედამიწაზე საკუთარი წესრიგის დამკვიდრებას გადაწყვეტს. მის შესაჩერებლად ბეტმენი მეამბოხე გმირების გუნდს კრებს, თუმცა ზეადამიანებს შორის გაჩაღებული ომი პლანეტის არსებობას უდიდეს საფრთხეს უქმნის.
საინტერესო ფაქტი
ანიმაციური ფილმი პოპულარულ ვიდეოთამაშსა და ტომ ტეილორის კომიქსების სერიას ეფუძნება, ხოლო სუპერმენის გამხმოვანებელ ჯასტინ ჰარტლის DC-ის სამყაროსთან წარსულშიც ჰქონდა შეხება — ის სერიალში „სმოლვილი“ მწვანე ისრის როლს ასრულებდა.
რეჟისორი: მეტ პიტერსი
მთავარ როლებში: ჯასტინ ჰარტლი, ენსონ მაუნტი, ლორა ბეილი, ჯანეტ ვარნი, ზაკ კალისონი