
ჰამნეტი
Hamnet
2025 7.7125 წთდიდი ბრიტანეთიაშშ
ფილმის შესახებ
ფილმი მოგვითხრობს უილიამ შექსპირისა და მისი მეუღლის, აგნესის სიყვარულისა და ენით უთქმელი ტკივილის შესახებ, როდესაც ისინი 11 წლის შვილს კარგავენ. სწორედ ამ მძიმე პირადმა ტრაგედიამ შთააგონა დრამატურგს მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი შედევრის, „ჰამლეტის“ შექმნა.
საინტერესო ფაქტი
სურათი მეგი ოფარელის ამავე სახელწოდების ბესტსელერის ეკრანიზაციაა, რომლის დადგმაც „ოსკაროსანმა“ რეჟისორმა ქლოი ჟაომ თავად მწერალთან თანამშრომლობით განახორციელა.
რეჟისორი: ქლოი ჟაო
მთავარ როლებში: ჯესი ბაკლი, პოლ მესკალი, ემილი უოტსონი, ჯო ოლვინი, ჯაკობი ჯუპი