
პოლიციელი ბევერლი-ჰილზიდან
Beverly Hills Cop
1984 7.2105 წთაშშ
ფილმის შესახებ
დეტროიტელი გამჭრიახი და ენამახვილი პოლიციელი აქსელ ფოული კანონის დარღვევას არ ერიდება, როდესაც საქმე სამართლიანობის აღდგენას ეხება. საუკეთესო მეგობრის მკვლელობის შემდეგ ის მზიან ბევერლი-ჰილზში მიემგზავრება, რათა დანაშაული საკუთარი, სრულიად არასტანდარტული მეთოდებით გამოიძიოს.
საინტერესო ფაქტი
აქსელ ფოულის როლზე თავდაპირველად სილვესტერ სტალონე იყო დამტკიცებული, თუმცა მისი სცენარისტური ჩარევებისა და ფილმის ზედმეტად სერიოზულ მძაფრსიუჟეტიან ბოევიკად გადაქცევის მცდელობის გამო, პროდიუსერებმა პროექტში ედი მერფი მიიწვიეს.
რეჟისორი: მარტინ ბრესტი
მთავარ როლებში: ედი მერფი, ჯადჯ რეინჰოლდი, ჯონ ეშტონი, ლიზა ეილბახერი, რონი კოქსი