
სერპიკო
Serpico
1973 7.5129 წთაშშიტალია
ფილმის შესახებ
ნიუ-იორკელი პოლიციელი ფრენკ სერპიკო პოლიციის სისტემაში გამეფებულ კორუფციას ღიად უპირისპირდება, რის გამოც საკუთარი კოლეგების მტრობასა და იზოლაციას იმსახურებს. დაუნდობელ სისტემასთან მარტოდ დარჩენილი პოლიციელი საკუთარი პრინციპების ერთგული რჩება, თუნდაც ეს მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდეს.
საინტერესო ფაქტი
ალ პაჩინომ თავისი გმირი რომ უკეთ შეეცნო, რამდენიმე კვირის განმავლობაში ნამდვილ ფრენკ სერპიკოსთან ერთად ცხოვრობდა და ხშირად დადიოდა პოლიციის პატრულთან ერთად რეალურ გამოძახებებზე.
რეჟისორი: სიდნი ლუმეტი
მთავარ როლებში: ალ პაჩინო, ჯონ რენდოლფი, ჯეკ კიჰოუ, ბიფ მაკგუაირი, ბარბარა ედა-იანგი