
მანქანები
Cars
2006 7.1117 წთაშშ
ფილმის შესახებ
დიდების მოყვარული და ამბიციური სარბოლო ავტომობილი, ელვა მაკქუინი, გადამწყვეტი ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე მოულოდნელად მივიწყებულ ქალაქ რადიატორ-სპრინგსში აღმოჩნდება. იქ გატარებული დრო და უცნაურ ადგილობრივებთან დამეგობრება მას ასწავლის, რომ ცხოვრებაში მთავარი მხოლოდ გამარჯვება და ფინიშის ხაზი არ არის.
საინტერესო ფაქტი
დოკ ჰადსონის როლი ლეგენდარული პოლ ნიუმანისთვის კინოკარიერაში უკანასკნელი გამოდგა, თანაც მსახიობი რეალურ ცხოვრებაშიც გატაცებული იყო ავტორბოლით.
რეჟისორი: ჯონ ლასეტერი
მთავარ როლებში: ოუენ უილსონი, პოლ ნიუმანი, ბონი ჰანტი, ლარი დე ქეიბლ გაი, ჩიჩ მარინი