
კალიგულა
Caligola
1979 6156 წთიტალიააშშ
ფილმის შესახებ
პარანოიკი იმპერატორის, ტიბერიუსის გარდაცვალების შემდეგ ძალაუფლებას მისი მემკვიდრე კალიგულა იგდებს ხელში. ახალგაზრდა ტირანის მმართველობა რომის იმპერიას სიგიჟის, გარყვნილებისა და სისხლიანი ტერორის მორევში ძირავს.
საინტერესო ფაქტი
ფილმის პროდიუსერმა და ჟურნალ „პენტჰაუსის“ დამფუძნებელმა ბობ გუჩიონემ რეჟისორ ტინტო ბრასის ზურგს უკან ჩუმად გადაიღო და ფილმში ჩაამატა აშკარა პორნოგრაფიული სცენები, რის გამოც რეჟისორმა და მსახიობთა ძირითადმა შემადგენლობამ პროექტს ოფიციალურად გაემიჯნა.
რეჟისორი: ტინტო ბრასი
მთავარ როლებში: მალკოლმ მაკდაუელი, ტერეზა ენ სავოი, ჰელენ მირენი, პიტერ ო’ტული, ჯონ სტაინერი