მაქსიმუმ 3 დღე — პოსტერი

მაქსიმუმ 3 დღე

3 jours max

2023 5.487 წთსაფრანგეთი

ფილმის შესახებ

მოუხერხებელ პოლიციელ რაიანს სულ რაღაც სამი დღე აქვს იმისათვის, რომ მექსიკური კარტელის მიერ გატაცებული საყვარელი ბებია გადაარჩინოს. ოჯახის წევრის დასახსნელად ის პარიზიდან აბუ-დაბისა და კანკუნის გავლით გიჟურ, ხიფათითა და კურიოზებით სავსე საერთაშორისო მისიაში ერთვება.

საინტერესო ფაქტი

ფილმის რეჟისორმა და მთავარი როლის შემსრულებელმა ტარეკ ბუდალიმ ტრიუკების უმეტესობა, მათ შორის ვერტმფრენიდან გადმოხტომის სახიფათო სცენა, დუბლიორის გარეშე, პირადად შეასრულა.

რეჟისორი: ტარეკ ბუდალი

მთავარ როლებში: ტარეკ ბუდალი, ფილიპ ლაშო, ჟიულიენ არუტი, ვანესა გიდი, შანტალ ლადესუ