დაცემა — პოსტერი

დაცემა

Fall

2022 7.2107 წთაშშდიდი ბრიტანეთი

ფილმის შესახებ

უახლოესი მეგობრები, ბეკი და ჰანტერი, საკუთარი შიშების დასაძლევად მიტოვებულ, 600 მეტრის სიმაღლის რადიოანძაზე აცოცებას გადაწყვეტენ. მას შემდეგ, რაც კიბე მოულოდნელად ინგრევა, გოგონები ცასა და დედამიწას შორის, უწყლოდ და კავშირის გარეშე აღმოჩნდებიან გამომწყვდეულნი, სადაც გადარჩენის შანსი წუთებთან ერთად მცირდება.

საინტერესო ფაქტი

ფილმის შემქმნელებმა PG-13 ასაკობრივი რეიტინგის მისაღებად ხელოვნური ინტელექტის უახლესი ტექნოლოგია გამოიყენეს, რომლის მეშვეობითაც მსახიობების მიერ წარმოთქმული 30-ზე მეტი უცენზურო სიტყვა კადრების ხელახლა გადაღების გარეშე, ციფრულად ჩაანაცვლეს.

რეჟისორი: სკოტ მანი

მთავარ როლებში: გრეის კეროლაინ კარი, ვირჯინია გარდნერი, მეისონ გუდინგი, ჯეფრი დინ მორგანი, ჯასპერ კოული