
November 16, 2026
ემილი უოტსონი გორილას შესახებ გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმში მთავარ როლს შეასრულებს
ბრიტანელი მსახიობი ემილი უოტსონი ახალ ფილმში, სახელწოდებით „ჯონ დანიელი“, მთავარ როლს შეასრულებს. პროექტი ეფუძნება რეალურ ისტორიას, რომელიც მოგვითხრობს ალის კანინგემისა და გორილა ჯონ დანიელის უჩვეულო მეგობრობის შესახებ.
ფილმის სიუჟეტი 1918 წელს, ინგლისის სოფელ იულიში ვითარდება. ალის კანინგემი, რომელსაც ემილი უოტსონი განასახიერებს, გორილას თავის მოვლაში იღებს მას შემდეგ, რაც ცხოველი გაბონში დედის დაღუპვის შედეგად დაობლდა. სცენარი მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ პოულობს სიმშვიდეს პირველი მსოფლიო ომით ტრავმირებული სოფელი გორილასთან ურთიერთობაში. ფილმში გორილას პერსონაჟი კომპიუტერული გრაფიკისა და მოძრაობის აღქმის ტექნოლოგიების მეშვეობით შეიქმნება, რაზეც სტუდია Axio World იმუშავებს.
პროექტის რეჟისორი დომინიკ კუკი იქნება, რომელსაც ემილი უოტსონთან თანამშრომლობის გამოცდილება უკვე აქვს ფილმზე „ჩეზილის სანაპიროზე“. სცენარის ავტორია ალექსი კეი კემპბელი, ხოლო პროდიუსერი დები გრეი. ფილმის წარმოება 2027 წლის შუა პერიოდში, დიდ ბრიტანეთში დაიწყება.
ემილი უოტსონი ცნობილია ისეთი ფილმებით, როგორიცაა „ტალღებთან მებრძოლი“, „ჰილარი და ჯეკი“, „გოსფორდ პარკი“ და მინისერიალი „ჩერნობილი“. მსახიობი მონაწილეობს HBO Max-ის სერიალში „დიუნი: წინასწარმეტყველება“, სადაც ვალე ჰარკონენის როლს ასრულებს.