
November 1, 2026
კვენტინ ტარანტინო დენი ვილნევის „დიუნის“ ნახვაზე უარს ამბობს
კვენტინ ტარანტინომ განაცხადა, რომ დენი ვილნევის „დიუნის“ ფილმების ნახვას არ აპირებს. რეჟისორმა საკუთარი პოზიცია ბრეტ ისტონ ელისის პოდკასტში დააფიქსირა და აღნიშნა, რომ მას უკვე ნანახი აქვს დევიდ ლინჩის 1984 წლის ადაპტაცია, ამიტომ ვილნევის ნამუშევრის მიმართ ინტერესი არ აქვს.
ტარანტინომ ჰოლივუდის მიერ ფრენჩაიზებსა და არსებულ ინტელექტუალურ საკუთრებაზე დამოკიდებულება გააკრიტიკა: „არ მჭირდება სპაისის ჭიების ყურება. არ მჭირდება ისეთი ფილმის ნახვა, სადაც სიტყვა „სპაისს“ ასე დრამატულად წარმოთქვამენ“, აღნიშნა მან.
დენი ვილნევის მიერ გადაღებულმა ფილმებმა, „დიუნმა“ და „დიუნი: ნაწილი მეორემ“, მსოფლიო გაქირავებაში ჯამში მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მოიტანა. ტრილოგიის მესამე ნაწილი, „დიუნი: ნაწილი სამი“, კინოთეატრებში მიმდინარე წლის დეკემბერში გამოვა.
დევიდ ლინჩის 1984 წლის „დიუნი“, სადაც მთავარ როლს კაილ მაკლაქლენი ასრულებდა, თავის დროზე კომერციულად ჩავარდა და უარყოფითი შეფასებები მიიღო, თუმცა წლების განმავლობაში საკულტო სტატუსი შეიძინა. თავად ლინჩი საბოლოო ვარიანტით განრისხებული დარჩა და პროექტიდან საკუთარი სახელის ამოღებასაც ცდილობდა, თუმცა ტარანტინოსთვის ფრენკ ჰერბერტის წიგნის სწორედ ეს ეკრანიზაცია აღმოჩნდა საკმარისი.