
November 12, 2026
ენდრიუ გარფილდი პალმ სპრინგსის კინოფესტივალზე ჯილდოს მიიღებს
ბრიტანელი მსახიობი ენდრიუ გარფილდი პალმ სპრინგსის საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონიაზე პრესტიჟული Spotlight Award-ის მფლობელი გახდება. აღიარება მას ფილმში „ხელოვნური“ შესრულებული როლისთვის გადაეცემა. ღონისძიება 2027 წლის 7 იანვარს პალმ სპრინგსის კონვენციის ცენტრში გაიმართება, რომელიც საფუძველს ჩაუყრის თავად კინოფესტივალს, რომელიც 8-დან 18 იანვრამდე გაგრძელდება.
ფესტივალის თავმჯდომარემ, ნახატარ სინგ ჩანდიმ, მსახიობის ნიჭი და მისი მუშაობა დადებითად შეაფასა: მისი თქმით, გარფილდმა ფილმში „ხელოვნური“ კომპანია Open AI-ის დამფუძნებლის, სემ ალტმანის სახე საოცარი სიღრმით გადმოსცა და ამით დაამტკიცა, რომ ის თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი მსახიობია. პერსონაჟი, რომელსაც გარფილდი განასახიერებს, ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე საკამათო ფიგურად მიიჩნევა.
ფილმი „ხელოვნური“, რომლის დისტრიბუციას კომპანია Neon-ი ახორციელებს, მოგვითხრობს ტექნოლოგიურ ბრძოლაზე, რომელიც კაცობრიობის ბედს წყვეტს. ენდრიუ გარფილდთან ერთად სურათში მონაწილეობენ მარკ რაილენსი, აიკ ბარინჰოლცი, იურა ბორისოვი, მონიკა ბარბარო, კუპერ ჰოფმანი და ჯეისონ შვარცმანი.
პალმ სპრინგსის საერთაშორისო კინოფესტივალზე დაჯილდოებულთა სიაში სხვა კინემატოგრაფისტებიც არიან: სეთ როგენი, ოლივია უაილდი, პენელოპე კრუსი, ედვარდ ნორტონი, ხავიერ კალვო, ხავიერ ამბროსი, გიტარიკადელაფუენტე, მიგელ ბერნარდო, მარტინ მაკდონა, ინდე ნავარეტე და ენდრიუ სკოტი.