← ყველა სიახლე

November 11, 2026

კვენტინ ტარანტინოს სცენარით გადაღებული ფილმი კინოთეატრებში გამოვა

რეჟისორი დევიდ ფინჩერი კვენტინ ტარანტინოს სცენარის მიხედვით ახალ ფილმს, სახელწოდებით „კლიფ ბუთის შემდგომი თავგადასავლები“, წარადგენს. ნამუშევარი 2019 წლის ფილმის, „ერთხელ ჰოლივუდში“, პირდაპირი გაგრძელებაა. პროექტში მთავარ როლს ბრედ პიტი ასრულებს, თუმცა ლეონარდო დიკაპრიო საკუთარ პერსონაჟს, რიკ დალტონს, აღარ დაუბრუნდება.

ფილმი, რომელიც სტუდია ნეტფლიქსის წარმოებაა, კინოთეატრებში ექსკლუზიურად აიმაქსის ფორმატში მიმდინარე თვის ბოლოს გამოვა, ხოლო დეკემბერში ნეტფლიქსზე იქნება ხელმისაწვდომი. მიუხედავად იმისა, რომ კვენტინ ტარანტინო რეჟისორი არ არის, სცენარი სრულად მას ეკუთვნის. პროექტის ვიზუალიზაციაზე ოსკარზე ნომინირებული რეჟისორი დევიდ ფინჩერი მუშაობდა, რომელიც ცნობილია ფილმებით: „შვიდი“ და „ზოდიაქო“.

კვენტინ ტარანტინოსთვის მეორე მსოფლიო ომის თემატიკა უცხო არ არის. 2009 წელს მან გადაიღო „უსახელო ნაბიჭვრები“, რომელშიც ბრედ პიტმა და კრისტოფ ვალცმა ითამაშეს. ფილმისთვის ვალცმა ოსკარი მიიღო, მოგვიანებით კი მეორე ჯილდო ტარანტინოს კიდევ ერთი ფილმისთვის, „ჯანგო გათავისუფლებული“, დაიმსახურა. თავად „უსახელო ნაბიჭვრების“ წარმოებისას ტარანტინოსა და პროდიუსერ ლორენს ბენდერს თითქმის ჰქონდათ გადაწყვეტილი ფილმზე უარის თქმა, რადგან პოლკოვნიკ ჰანს ლანდას როლის შემსრულებელს ვერ პოულობდნენ, სანამ კასტინგზე კრისტოფ ვალცი არ მივიდა.