
მძარცველთა მეფობა
Scavengers Reign
2023 8.61 სეზონიშეწყვეტილია
სერიალის შესახებ
კოსმოსური ხომალდის კატასტროფის შემდეგ გადარჩენილი ეკიპაჟი უცხო, მომხიბვლელ, მაგრამ სასიკვდილოდ საშიშ პლანეტაზე აღმოჩნდება. სახიფათო ეკოსისტემასთან პირისპირ დარჩენილ ადამიანებს გადარჩენისა და თავის დაღწევისთვის ბუნების იდუმალი კანონების შეცნობა უწევთ.
საინტერესო ფაქტი
ანიმაციური სერიალი ეფუძნება ჯოზეფ ბენეტისა და ჩარლზ ჰიუტნერის 2016 წლის მოკლემეტრაჟიან ანიმაციას „ნაგვის შემგროვებლები“, რომლის ვიზუალური სტილიც ფრანგი მხატვრის, მებიუსის შემოქმედებითაა შთაგონებული.
შემქმნელი: ჩარლზ ჰიუტნერი, ჯოზეფ ბენეტი, ჯეიმს მერილი
მთავარ როლებში: სუნიტა მანი, ვუნმი მოსაკუ, ალია შოკატი, ბობ სტეფენსონი, ტედ ტრეველსტედი