
შურისძიება
Revenge
2011–2015 7.84 სეზონიშეწყვეტილია
სერიალის შესახებ
ჰემპტონსის ელიტურ საზოგადოებაში გამოჩენილი მომხიბვლელი ემილი თორნი ერთი შეხედვით უწყინარი ახალბედაა, თუმცა სინამდვილეში იქ მცხოვრებთა ყველა ბნელი საიდუმლო იცის. წლების წინ გავლენიანმა ოჯახებმა მამამისი გაანადგურეს და მას ყველაფერი წაართვეს, ახლა კი გოგონა თითოეულ მათგანზე სასტიკი შურისძიებისთვის დაბრუნდა.
საინტერესო ფაქტი
სერიალის სიუჟეტი ალექსანდრ დიუმას კლასიკური რომანის, „გრაფი მონტე-კრისტოს“ თანამედროვე ადაპტაციას წარმოადგენს. ვიქტორია გრეისონის როლმა კი მადლენ სტოუს, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ოქროს გლობუსის ნომინაცია მოუტანა.
შემქმნელი: მაიკ კელი
მთავარ როლებში: ემილი ვანკამპი, მადლენ სტოუ, ნიკ ვექსლერი, გებრიელ მანი, კარინ ვანასი