
ამფიბია
Amphibia
2019–2022 8.33 სეზონიდასრულებულია
სერიალის შესახებ
13 წლის ეგოცენტრული გოგონა, ენ ბუნჩუი, ჯადოსნური ზარდახშის მეშვეობით მოულოდნელად მოლაპარაკე ბაყაყებით დასახლებულ იდუმალ ჭაობიან სამყაროში ამოყოფს თავს. ენერგიულ და გულუბრყვილო ბაყაყ სპრიგთან დამეგობრების შემდეგ, ის ნამდვილი გმირობის ფასსა და ერთგულებას პირველად შეიცნობს.
საინტერესო ფაქტი
ანიმაციური სერიალის შემქმნელმა მეტ ბრალიმ მთავარი პერსონაჟის, ენის ხასიათი და ვიზუალი თავისი ტაილანდური ფესვებისა და ბებიის ბავშვობის ფოტოების შთაგონებით შექმნა.
შემქმნელი: მეტ ბრალი
მთავარ როლებში: ბრენდა სონგი, ჯასტინ ფელბინგერი, ამანდა ლეიტონი, ბილ ფარმერი, ონ ბრალი